“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი თელავის მუნიციპალიტეტში, ვაჟა მაღრაძე სოფელ შალაურში, ქვემო ხოდაშენსა და წინანდალში შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას.
როგორც ვაჟა მაღრაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე იმსჯელეს სოფლად არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე, მათი აღმოფხვრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე.
“დისკუსიის ფარგლებში, განვიხილეთ სოფლების წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები, საჭიროებები და ის სამომავლო გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და ჩვენი მუნიციპალიტეტის გაძლიერებას.
მოსახლეობისგან მივიღე გულწრფელი ემოციები და მხარდაჭერა, რაც მაძლევს მეტ ძალას და მოტივაციას, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის უკეთესი მომავლისთვის ვიმუშაოთ,” – განაცხადა ვაჟა მაღრაძემ.