“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი თელავის მუნიციპალიტეტში ვაჟა მაღრაძე, შეხვდა ვარდისუბნის მოსახლეობას და მათთან ერთად განიხილა სოფელში არსებული საჭიროებები.
“თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარდისუბანი ცნობილია ღვინისა და ქვევრის ტრადიციებით, ეს არის ადგილი, სადაც ისტორია და სტუმართმოყვარეობა ერთიანდება.
დღეს მე და ჩემს გუნდს ვარდისუბნის თბილმა და გულწრფელმა მოსახლეობამ გვიმასპინძლა. ერთად გამოვკვეთეთ ის პრობლემები და საჭიროებები, რომელთა გადაჭრა სოფლის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.
ისევე როგორც სხვა სოფლებში, ვარდისუბანშიც იგრძნობა დიდი ერთობა და მზაობა, რომ საერთო საქმეში თითოეულმა მათგანმა მიიღოს მონაწილეობა.
სითბო და მხარდაჭერა, რომელიც დღეს მივიღე, ჩემთვის განსაკუთრებული ძალაა. სწორედ თქვენი თანადგომით შევძლებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის გაძლიერებას და უკეთესი მომავლის შექმნას,” – განაცხადა ვაჟა მაღრაძემ.