დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა, სამუშაო შეხვედრა გამართა, მერის წარმომადგენლებთან, სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან.
მერმა თანამშრომლებს წარუდგინა მერის მოადგილე დავით ქანდაურიშვილი და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში.
“სამუშაო შეხვედრა მქონდა მერის წარმომადგენლებთან, სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან. თანამშრომლებს მერის მოადგილის პოზიციაზე დავით ქანდაურიშვილი წარვუდგინე. მას მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს და წარმატებებს ვუსურვებ სამსახურებრივ საქმიანობაში. შეხვედრაზე განვიხილეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებული საკითხები და ვიმსჯელეთ საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით,”– აღნიშნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა.