დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი მაჭავარიანმა ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონს, გიორგი ქინქლაძეს პირადად მიულოცა წარმატება და გადასცა ფულადი ჯილდო.
“ევროპის ჩემპიონს ძალოსნობაში გიორგი ქინქლაძეს, საკრებულოს თავმჯდომარესთან ვანო ბერიძიშვილთან ერთად შევხვდი და მივულოცე მიღწეული წარმატება. ჩემპიონს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით გადავეცი ფულადი ჯილდო, 1000 ლარის ოდენობით და წარმატებები ვუსურვე,” – აღნიშნა გიორგი მაჭავარიანმა.