გიორგი მაჭავარიანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მოსახლეობას შეხვდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილთან ერთად შევხვდა სოფელ კარდენახის მოსახლეობას და აღნიშნა, რომ მომდევნო წლის ბოლომდე მოსახლეობას წყალი უწყვეტ რეჟიმში ექნება.
“გურჯაანის ერთ-ერთი დიდი სოფლის – კარდენახის მოსახლეობას, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან ერთად შევხვდი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, მთავარ გამოწვევად, სოფლის რთული რელიეფის გამო, კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რჩება. რაც შეეხება წყალმომარაგებას, მომდევნო წლის ბოლომდე ყველა მოსახლეს უწყვეტი წყალი ექნება. მადლობა მინდა გადავუხადო გურჯაანელებს აქტიურობისთვის და გულთბილი დახვედრისთვის, რასაც ყველა სოფელში ვგრძნობ,” – განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.