გიორგი ალადაშვილმა მუნიციპალიტეტების ხელძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა მუნიციპალიტეტების ხელძღვანელ პირებთან გამართა მორიგი სამუშაო შეხვედრა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი ალადაშვილმა რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ შეხვედრაზე სოციალურ – ეკონომიკური, კულტურული მიმართულებით არსებული საკითხები განიხილა და ისაუბრა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები. სააგენტოს წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს გააცნეს ტყის ფონდის მართვის საკითხთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები და ახალი მიდგომები.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – პლატონ კალმახელიძე, გივი მეტრეველი და ლევან ლილუაშვილი.