გიორგი ალადაშვილი მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად საკონსულტაციო შეხვედრას დაესწრო.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად საძოვრების მართვის საკითხზე საკონსულტაციო შეხვედრას დაესწრო.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა საქართველოს კანონის პროექტი “საძოვრების მართვის შესახებ,” რომლის მიღება დაგეგმილია უახლოეს მომავალში.
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის წარმომადგენლებმა კანონპროექტის განხილვისა და კონსულტაციების მიღების მიზნით, თელავში სამუშაო შეხევდრა გამართეს და შეხვედრის მონაწილეებს კანონის პროექტი დეტალურად გააცნეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, მამუკა ბურდიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ლევან ლილუაშვილი და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სოფლის წარმომადგენლები.