ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხადორში, სახალხო დღესასწაული “ხადორობა” აღინიშნა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, თელავის – ახმეტის – ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ხადორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში პარაკლისი აღევლინა.
მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა.
“ხადორობის” სახალხო დღესასწაულზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი.