12-13 ივნისს, ბავშვთა რესპუბლიკური ტურნირი სწრაფ ჭადრაკში – “თელავის თასი 2026“ ჩატარდა.

2026 წლის 12-13 ივნისს, აიპ თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება ,,თელავის” ორგანიზებით, ჩატარდა ბავშვთა რესპუბლიკური ტურნირი სწრაფ ჭადრაკში – “თელავის თასი 2026“ 11, 15 და 17 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ტურნირზე მონაწილეობდა კახეთის რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი. ასევე თბილისის, ახალციხის, ჭიათურის, ქარელის და გორის მუნიციპალიტეტის მოჭადრაკეები, სულ 68 მონაწილე.
თელაველმა მოჭადრაკეებმა დაიკავეს შემდეგი ადგილები:
17 წლამდე გოგონები:
ნატალი კორძაძე I ადგილი 
17 წლამდე ჭაბუკები:
თამაზი თუშიშვილი I ადგილი
15 წლამდე ჭაბუკები:
ანდრია არუთინოვი II ადგილი 
ალექსანდრე თავბერიძე III ადგილი 
11 წლამდე გოგონები:
ნანაკა გორგიშელი III ადგილი 
11 წლამდე ჭაბუკები:
გიორგი შიუკაშვილი II ადგილი 
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, სიგელებით და საჩუქრებით.