ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კახეთის რეგიონში მასშტაბური სკრინინგ აქციები ჩატარდება.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ჩაიტარონ:
ძუძუს კიბოს
საშვილოსნოს ყელის კიბოს
არტერიული ჰიპერტენზიის
პროსტატის
კოლორექტული კიბოს
B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (CDC & PH) ინფორმაციით, გამოკვლევები, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდება.
სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.