26 სექტემბერს, თელავის ისტორიული მუზეუმის სივრცეში, ევროპის სასკოლო სპორტის დღე აღინიშნა, ასევე საზეიმოდ გაიხსნა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-2026.
აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს Სსიპ მეფე ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მთელი ქვეყნის მასშტაბით სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტარდება. გამარჯვებული მოსწავლეები კი სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში შეძლებენ ასპარეზობას.