გიორგი ალადაშვილი ადგილობრივ მრევლთან ერთად ალავერდის მონასტერში წირვას დაესწრო.

26 სექტემბერს, მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ალავერდის მონასტერში წირვას ადგილობრივ მრევლთან ერთად დაესწრო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი.
წირვა სასულიერო პირებთან ერთად ჩაატარეს საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ტახტის მოსაყდრე შიომ და აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა.
“ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, კახეთის დედოფლის, წმინდა ქეთევანის ხსენების დღეს. ალავერდის მონასტერში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. ქეთევანობის დღესასწაულის შემდეგ მოდის ჯვართამაღლება და ალავერდობა. ალავერდიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელს ამ მნიშვნელოვან საეკლესიო დღესასწაულებს,”– განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.