გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, მამუკა ბურდიაშვილთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილთან ერთად, შეხვდა ქალაქ გურჯაანის, სოფელ ბაკურციხისა და ვეჯინის მოსახლეობას.
“მიხარია, რომ ადგილობრივები დადებითად აფასებენ იმ სიკეთეებს, რომელიც ბოლო წლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. ეს დიდი სტიმულია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ კიდევ უფრო განვავითაროთ გურჯაანი, შევქმნათ უკეთესი ინფრასტრუქტურა და ჯანსაღი გარემო ჩვენი ახალგაზრდებისთვის,” – განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.