თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ვაჟა მაღრაძე, სოფელ კურდღელაურის მოსახლეობას შეხვდა და პრიორიტეტული საკითხები გამოკვეთა.
“თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მოსახლეობასთან ერთად ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ადგილობრივებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე მეტად აწუხებს. გამოიკვეთა სანიაღვრე არხებისა და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგების აუცილებლობა, ასევე, შიდასასოფლო გზების განახლება, რაც პირდაპირ უკავშირდება ადამიანების ყოველდღიურობასა და სოფლის განვითარებას. ისევე როგორც სხვა სოფლებში, კურდღელაურშიც იგრძნობა ერთობა და მზაობა, რომ საერთო საქმეში თითოეულმა თავისი წვლილი შეიტანოს,” – განაცხადა ვაჟა მაღრაძემ.