ყვარელში, კულტურის სამინისტროს მხარდაჭრით, „მუსიკალური ზაფხული 2026″ გაიმართება.

22 აგვისტოს, 20:00 საათზე, ქალაქ ყვარლის ცენტრალურ მოედანზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართება შემოქმედებითი საქართველოს მიერ ორგანიზებული მუსიკალური ღონისძიება – „მუსიკალური ზაფხული 2026.”
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: პანჩო, ანი კეკუა, ტრიო ბალადა, ზაზა ნოზაძე, კვარტეტი სიონი, კახაბერი და ხანუმები, ქსოვრელები.
ღონისძიების წამყვანი ჯიმი აბესაძე.
დასწრება თავისუფალია!