პლატონ კალმახელიძე ქვემო ბოდბეში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, პირველ მოადგილე გიორგი თუშიშვილთან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერ მალხაზ ბეგიაშვილთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გზის 1 196 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე იგება ორფენიანი ასფალტის საფარი, ასევე, ეწყობა ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და სანიაღვრე სისტემა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 020 143 ლარს შეადგენს.