კახეთის რეგიონში მასშტაბური სკრინინგ აქციები ჩატარდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კახეთის რეგიონში მასშტაბური სკრინინგ აქციები ჩატარდება.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ჩაიტარონ:
🔹ძუძუს კიბოს
🔹საშვილოსნოს ყელის კიბოს
🔹არტერიული ჰიპერტენზიის
🔹პროსტატის
🔹კოლორექტული კიბოს
🔹B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (CDC & PH) ინფორმაციით, გამოკვლევები, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდება.
სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.