თელავში, ახმეტასა და ყვარელში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები შენდება

თელავში, ახმეტასა და ყვარელში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები შენდება.
პროექტები მოიცავს ხელოვნურსაფარიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სავარჯიშო სტადიონებს, 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნებს და სპორტსმენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას.
სამივე სტადიონზე გათვალისწინებულია განათების თანამედროვე სისტემების მოწყობა, რაც მოედნების გამოყენებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში უზრუნველყოფს.
პროექტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია, 50-ზე მეტი თანამედროვე ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა.