ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა მოქალაქეებს ახალი წელი მიულოცა.

ქალაქ ყვარელში, საახალწლო ღონისძიება ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა, კეთილდღეობა, წინსვლა და წარმატებები უსურვა.
“გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ, რომ 2026 წელი თითოეული ოჯახისთვის ხვავის, ბარაქის და წარმატების მომტანი ყოფილიყოს!
წინსვლას, კეთილდღეობას და მშვიდობას ვუსურვებ სრულიად საქართველოს,”– განაცხადა ილია მზექალაშვილმა.
საახალწლო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.