ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სასპორტო სკოლის დარბაზში, ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად გარდაცვილილი ახალგაზრდების – აჩიკო აჯიაშვილის, გიორგი თავგორაშვილისა და გურამ ბაღაღოშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი ფეხბურთის რაიონული ტურნირი გაიმართა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირს დაესწრო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი.
“ტურნირს საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძესთან და მოადგილეებთან ერთად დავესწარი. შეჯიბრში 11 გუნდი მონაწილეობდა. საპრიზო ადგილების მფლობელებს გადაეცათ სიგელები, მედლები და თასები,” – აღნიშნა ილია მზექალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ I ადგილი დაიკავა სოფელ შილდის გუნდმა, II ადგილზე გავიდა სოფელ საბუის გუნდი, ხოლო III ადგილის მფლობელი გახდა ქალაქ თბილისის გუნდი.