კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოების თაჯდომარეებთან გაფართოებულ ფორმატში გამართა სამუშაო შეხვედრა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონის მუნიციპალიტეტების მიხედვით განიხილეს როგორც ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა, ასევე რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესრულების გეგმა.
აღსანიშნავია, რომ აქცენტი გაკეთდა ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის, აგრეთვე წარჩინებული მოსწავლეების რეგიონული მასშტაბის დაჯილდოების ღონისძიებისა და 2-6 ივნისს, ბათუმში დაგეგმილი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო საკითხები.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გივი მეტრეველი, მამუკა ბურდიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ლილუაშვილი.