თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბარბარა ფოსს შეხვდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს თელავსა და გერმანიის ქალაქ ბიბერახს შორის 40-წლიან მეგობრობასა და თანამშრომლობაზე, სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, ენერგოეფექტურობისა და ნარჩენების სეპარაციის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების განვითარების მნიშვნელობას.