პლატონ კალმახელიძე მინსკის ოლქის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე მინსკის ოლქის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს ალექსეი კუშნარენკოს, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დენის კურლენკოს და ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს კახეთის რეგიონსა და მინსკის ოლქს შორის 2019 წელს გაფორმებული მემორანდუმის პირობები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განსაზღვრეს.
შეხვედრაზე პლატონ კალმახელიძემ და ალექსეი კუშნარენკომ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და მინსკის ოლქის აღმასრულებელ კომიტეტს შორის სავაჭრო – ეკონომიკური და სოციალურ – კულტურული თანამშრომლობის მიზნით 2026 – 2028 წლების გზამკვლევს ხელი მოაწერეს.
მხარეებს შორის გამართულ შეხვედრას მინსკის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე დენის კოლესინი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ლილუაშვილი და აპარატის უფროსი თეა ძულიაშვილი ესწრებოდნენ.