ყვარელში NCDC კახეთის სამმართველოს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის სამმართველოს წარმომადგენლები ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მენეჯერებსა და მედდებს შეხვდნენ.
NCDC კახეთის სამმართველოს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი თემები:
– ნოროვირუსული და სხვა გასტროენტერიტებით მიმდინარე დაავადებები – ახალი რეკომენდაციების გაცნობა;
– სეზონზე მიმდინარე რესპირატორული ინფექციები – პრევენციული ღონისძიებები, სიმპტომების დროული გამოვლენა და ინფექციის გავრცელების რისკების შემცირება;
– გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია – ვაქცინაციის მნიშვნელობა და მოსახლეობის ინფორმირების საკითხები;
– ბავშვთა გეგმიური ვაქცინაცია – იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის შესაბამისად ვაქცინაციის დროული და სრულყოფილი ჩატარების მნიშვნელობა;
– ჰიგიენური ნორმები ბავშვთა ასაკში – პირადი ჰიგიენისა და ჯანსაღი ჩვევების მნიშვნელობა ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და ინფექციური დაავადებების პრევენციის მიმართულებით;
– სკრინინგ აქცია – მოსახლეობის ინფორმირება სკრინინგის პროგრამების მნიშვნელობისა და დაავადებების ადრეული გამოვლების შესაძლებლობის შესახებ.