ყვარლის კომპლექსურ სასპორტო სკოლას საკალათბურთო ინვენტარი გადასცეს.

ყვარლის კომპლექსურ სასპორტო სკოლას, FIBA-ს პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სახის საკალათბურთო ინვენტარი გადასცეს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა და კალათბურთის ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შალვა ონიანმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპორტული ინვენტარის გადაცემის მიზანს წარმოადგენს რეგიონებში კალათბურთის განვითარების ხელშეწყობა.
შეხვედრის ფარგლებში, NBA-ის ყოფილმა წევრმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, კალათბურთის წრის ბავშვებს ჩაუტარა მასტერკლასი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ოთარ ბუჯიაშვილი და მოადგილე ლევან გელაძე.