“ქართულმა ოცნებამ” საგარეჯოს მერობის კანდიდატად ვახტანგ კაკუტაშვილი დაასახელა.

“ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ჩემი მშობლიური მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი და თქვენი თანადგომითა და მხარდაჭერით გავაგრძელო ისეთივე მასშტაბური პროექტების კეთება, როგორიც გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდა ჩვენ მუნიციპალიტეტში.
ჩემო საგარეჯოელებო, პირობას ვდებ, რომ თითოეული საგარეჯოელისათვის ვიქნები ყველაფერში ღია, თანაზიარი და ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებ.
ვიაზრებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მხარდაჭერა, მზად ვარ, მოვისმინო თქვენი საჭიროებები და ერთად ვიმუშაოთ უკეთესი მომავლისთვის.
მოგმართავთ თქვენ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებს, უმნიშვნელოვანესია თქვენი მხარდაჭერა, რათა კიდევ ერთხელ, ერთად მოვიპოვოთ დამაჯერებელი გამარჯვება!” –  განაცხადა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ვახტანგ კაკუტაშვილმა.