დღეს, თელავში ერეკლე მეორის დაბადებიდან 303 წლის საიუბილეო თარიღი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა. მეფის სასახლის საელჩო დარბაზში თელავთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების მიღების ცერემონიალი გაიმართა.
ქალაქების – ანიკშჩაის, კედაინიაის, (ლიეტუვა), ბიბერახის ( გერმანია), დაუგავპილსის (ლატვია) , ზიელონა გორის ( პოლონეთი) პირველი პირებისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგან შემდგარ დელეგაციებს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა უმასპინძლა.
მერმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა მჭიდრო, ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.
სტუმრებს ლევან ანდრიაშვილთან ერთად, სიტყვით მიმართეს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა.
ღონისძიებები მეფის სასახლის კარის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიიდან დაიწყო, სადაც მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა.
მეფის სასახლის საელჩო დარბაზში დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების მიღების ცერემონიალი გაიმართა. თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის.
ასევე, საელჩო დარბაზში გაიმართა სამეფო ოჯახის მიერ მეფე ერეკლე მეორის სახელობის ორდენით დაჯილდოების ცერემონიალი; წარმოდგენილი იყო ,,ოქროს საწმისი,,.
ღონისძიების ფარგლებში, ბატონის ციხის ეზოში მოეწყო ქართული ჭიდაობა.
თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნა იარაღის გამოფენა.
ქალაქის ცენტრალური მოედანი კი კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებს დაეთმო.
ტერიტორიაზე წარმოდგენილო იყო სადღესასწაულო გამოფენები,
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების მიერ ორგანიზებული პავილიონები, ადგილობრივ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, ადგილობრივი კომპანიების, მცირე მეწარმეთა პროდუქტისა და ნაკეთობების პავილიონები, გერმანელ სტუმართა პავილიონი ბიბერახიდან,
საბავშვო კუთხე და გასართობი ატრაქციონები, ტურისტული და საინფორმაციო პავილიონები პროფესიულ კოლეჯ „პრესტიჟის“, „დინა თრეველისა“ და „ონკოლაინ-ჯორჯიას“ მონაწილეობით.
რაც შეეხება 7 ნოემბერს, თელავში დაგეგმილ მუსიკალურ ღონისძიებებს, კონკრეტულად:
13:00 – 15:00 სთ – კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით;
17:00-19:00 სთ. – გალა კონცერტი ჯგუფი “ალილოს” და “მიქსტურას” მონაწილეობით გაუქმდა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტის გამო, რაზეც თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოფიციალურ წერილში მწუხარება გამოთქვა.