რატომ გასცა გაერომ სკოლებში სმარტფონების აკრძალვის რეკომენდაცია

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო), იძლევა რეკომენდაციას, სკოლებში სმარტფონების აკრძალვის თაობაზე და განმარტავს, რომ საკლასო ოთახებში უწესრიგობის დასაძლევად, სწავლების გასაუმჯობესებლად და კიბერბულინგისგან ბავშვების დასაცავად უნდა აიკრძალოს სმარტფონები.

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, მოზარდების მიერ მობილური ტელეფონების გამოყენება აუარესებს სწავლის ხარისხს, ხოლო ეკრანთან გატარებული დიდი დრო ცუდ გავლენას ახდენს ბავშვის ემოციურ სტაბილურობაზე.

გაერო მოუწოდებს გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, ონლაინ-სწავლებასთან ერთად, არ დაივიწყონ განათლების სოციალური მნიშვნელობა, რაც გულისხმობს მასწავლებლისა და მოსწავლის, ასევე მოზარდის თანატოლებთან უშუალო კომუნიკაციას.