თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-დან 16 წლამდე ასაკის 34 მოზარდი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, გაემგზავრა ბაკურიანში, ახალაგაზრდულ ბანაკში, სადაც ახალგაზრდები დაესწრებიან საგანმანათლებლო ხასიათის სესიებს თემაზე: ,,პიროვნული განვითარება მოზარდებაში.“ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს თელავის მუნიციპალიტეტის მერია.
მოზარდები 5 დღის განმავლობაში განიხილავენ ისეთ საკითხებს როგორიცაა: ცოდნის გაზრდა თვითშეფასების შესახებ. კერძოდ, საკუთარი თვისებების და ღირებულებების აღმოჩენა და მათზე საუბარი, რათა ახალგაზრდება ადრეულ ასაკშივე გააცნობიერონ თვითშეფასების მნიშვნელობა ცხოვრებისეული სირთულეების გამკლავების პროცესში.
თელავის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდული ბანაკის პირველი დღე დაეთმო მონაწილეების, ახალგაზრდული მუშაკების და სატრენინგო პროგრამის გაცნობას.