თელავმა საერთაშორისო მოტოკროსის ღია ტურნირს უმასპინძლა

თელავის მოტოდრომმა საერთაშორისო მოტოკროსის ღია ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც საქართველოსა და უცხოეთის წარმომადგენელმა მოტომრბოლელებმა სხვადასხვა საკვალიფიკაციო კლასში იასპარეზეს.
შეჯიბრი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და „თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის“ ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები გიორგი ქართლელიშვილი და გიგა მამუკელაშვილი ესწრებოდნენ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირი მაღალი კონკურენციის პირობებში წარიმართა და გამარჯვებულები ხუთ საკვალიფიკაციო კლასში გამოვლინდნენ.
პრო კლასში პირველი ადგილი გინესის მსოფლიო რეკორდსმენმა გიორგი გახელაძემ დაიკავა, მეორე ადგილზე თორნიკე თეზელაშვილი გავიდა, მესამე ადგილის მფლოფელი კი ნუგო თავართქილაძე გახდა.
OPEN კლასში გამარჯვება თელაველმა მოტომრბოლელმა ოთარ ზუროშვილმა მოიპოვა. მეორე ადგილი ასევე თელაველმა ნოდარ ხოტენაშვილმა დაიკავა, მესამე ადგილი კი სომხეთის წარმომადგენელმა გრანტ სარგისოვმა დაიკავა.
14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს შორის პირველი ადგილი დავით ბიძინაშვილმა მოიპოვა, მეორე — ბექა მელიქიშვილმა, ხოლო მესამე — ალექსანდრე ჯავახიშვილმა, რომელიც ბავშვთა მოტოკროსის დისციპლინაში საქართველოს ორგზის ჩემპიონია (2025-2026).
ვეტერანების კლასში პირველი ადგილი მიხეილ ჯოხარიძემ, მეორე კი ალექსანდრე გოიმანმა დაიკავა. ლეგენდების კლასში გამარჯვებული სომხეთის წარმომადგენელი არსენ სარგისოვი გახდა, მეორე ადგილი კი ზურაბ წიგნაძეს ერგო.
ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილე ალექსანდრე ჯავახიშვილი, ხოლო უხუცესი — 70 წლის არსენ სარგისოვი იყო.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია გამარჯვებულებსა და ტურნირის ყველა მონაწილეს წარმატებულ ასპარეზობას ულოცავს.