პლატონ კალმახელიძე კახეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორი ირაკლი გაბრიაძე კახეთის ბიზნესსივრცეში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მეწარმეებს კორპორაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები და განვითარების შესაძლებლობები გააცნეს.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს რეგიონში არსებული ბიზნესგარემოს, ადგილობრივი მეწარმეების საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ.