პლატონ კალმახელიძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების მიხედვით მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოები შეაჯამეს და რეგიონის მასშტაბით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფოტრმაციით, ყურადღება გამახვილდა საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე, ასევე, მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე. იმსჯელეს მათი დროული და ეფექტიანი გადაჭრის გზებზე და ხაზი გაესვა ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.
შეხვედრის ფარგლებში განისაზღვრა მომავალი წლის პრიორიტეტული მიმართულებებიც.
სამუშაო შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიორგი თუშიშვილი, გივი მეტრეველი და მამუკა ბურდიაშვილი, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ლილუაშვილი ესწრებოდნენ.