თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე გერმანიის ელჩს ბარბარა ფოსს შეხვდა

თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბარბარა ფოსს შეხვდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს თელავსა და გერმანიის ქალაქ ბიბერახს შორის 40-წლიან მეგობრობასა და თანამშრომლობაზე, სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, ენერგოეფექტურობისა და ნარჩენების სეპარაციის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების განვითარების მნიშვნელობას.