პლატონ კალმახელიძე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, მოადგილე მამუკა ბურდიაშვილთან ერთად, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პლატონ კალმახელიძემ ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეთავაზებული სერვისების, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ეთნიკური უმცირესობებისა და ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებული პროგრამების შესახებ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გამართულ შეხვედრაში საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების 1+4 პროგრამით უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი სტუდენტები მონაწილეობდნენ.
სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მხარდაჭერით, ა(ა)იპ „ახალი თაობა პროგრესისთვის“ ახორციელებს პროექტს „შეიცანი შენი ქვეყანა.“
პროექტი ქართველი და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, გაიცნონ მშობლიური ქვეყნის ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, შეისწავლონ ქვეყნის ისტორია და გაიღრმაონ ცოდნა.