ინფრასტრუქტურის სამინისტროში არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე კომისიის წევრებმა ქალაქ თელავში ზუზუმბოს პარკის მოწყობისთვის წარმოდგენილი სამი არქიტექტურული კონცეფცია განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ საკონკურსო კომისია გამარჯვებულ არქიტექტურულ ბიუროს რამდენიმე დღეში გამოავლენს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, პარლამენტის წევრი გელა სამხარაული, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, ადგილობროვი ხელისუფლების წარმომადგენლები და საკონკურსო კომისიის წევრები.