პლატონ კალმახელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პლატონ კალმახელიძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი – ბიჭიკო მაისურაძე წარუდგინა.

შეხვედრაზე იმსჯელეს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმილ ვადებში და  ხარისხიანად შესრულების აუცილებლობაზე. ასევე, საუბარი შეეხო სოციალურ – ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით არსებულ საკითხებს.

მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გიორგი თუშიშვილი და მამუკა ბურდიაშვილი ესწრებოდნენ.