გიორგი ლეონიძის მშობლიურ სოფელ პატარძეულში, აღინიშნა სახალხო დღესასწაული “გოგლაობა.”
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში გამართულ ღონისძიებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ კაკუტაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილთან, მწერალთა კავშირისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი ლეონიძის 127- ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პლატონ კალმახელიძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მიულოცა დღესასწაული.
გიორგი ლეონიძის მიერ შექმნილი “ნატვრის ხის” გმირებმა მიწვეულ სტუმრებს უმასპინძლებს ბროწეულების ჩრდილქვეშ, სადაც დიდი მწერლის შემოქმედებიდან გაჟღერდა სხვადასხვა ციტატა.
აღსანიშნავია, რომ მწერალთა კავშირის თავჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა, ხელისუფლების წარმომადგენლები მადლობის ნიშნად დააჯილდოვა სიმბოლური საჩუქრებით.