5 ივნისს, ყვარლის სახალხო თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 5 ივნისს, 15:00 საათზე, სიღნაღის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრის სცენაზე, ყვარლის თეატრი წარადგენს სპექტაკლს “ლაზარეს აღდგინება.”
ავტორი – გოჩა კოლხი
რეჟისორი – ლაშა გოგნიაშვილი
შეგახსენებთ, რომ სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.