1 ივნისს, თელავის მერიის ორგანიზებით, ბავშვთა გასართობი ღონისძიებები გაიმართება.

1 ივნისს, თელავში, გართობისა და დასვენების პარკში – „ნადიკვარი,“ გაიმართება ბავშვთა გასართობი ღონისძიებები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 13:00 საათიდან -18:00 საათამდე, წარმოდგენილი იქნება შემდეგი პროგრამა:
13:00 – 16:00 საათი – გასართობი აქტივობები – დიჯეის, ზღაპრის გმირებისა და ანიმატორების მონაწილეობით; საპნის ბუშტების შოუ, ბამბის ნაყინი, ბატიბუტი, ნაყინი, ფოტოზონები, სექციური თამაშების სივრცეები, ბუშტების ტვისტინგი, ბოულინგი, ფეხბურთის სივრცე, სახატავი და ძერწვის სექციები;
16:15 საათი – კონცერტი ბავშვთა ადგილობრივი ანსამბლებისა და კერძო სტუდიების მონაწილეობით. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საგამოფენო სივრცეები და პავილიონები ააიპ – ებისა და კერძო სტუდიების მონაწილეობით, სადაც წარმოდგენილი იქნება ხატვის, სახის მოხატვის, კერამიკისა და ხელნაკეთი ნივთების სივრცეები.