26 მაისს, თელავში, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

26 მაისს, თელავში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დროებით შეიზღუდება სატრანსპორტო მოძრაობა.
“თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 25 მაისს 19:00 საათიდან 27 მაისს 07:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება 26 მაისის ქუჩის კუთხიდან იუსტიციის სახლამდე, ასევე ერეკლე მეფის ძეგლამდე მიმავალ მონაკვეთზე (ორმხრივად). მოქალაქეებსა და ქალაქის სტუმრებს გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნულ მონაკვეთებზე მოქმედი სატრანსპორტო მოძრაობის დროებითი შეზღუდვა,” – ნათქვამია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.