30 მაისს, 16:00 საათზე, ყვარლის კულტურის სახლში, გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „მრავალჟამიერი“ და ანსამბლი „გურჯაანი.“
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება იმართება ანსამბლ „დიდგორის“ პროექტის – „ჩემო კარგო ქვეყანავ – კახეთის“ ფარგლებში. ღონისძიების მხარდამჭერია კულტურის სამინისტრო და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.
შეგახსენებთ, რომ დასწრება თავისუფალია.