„პირველი ნაბიჯი“ — ყვარელში ახალგაზრდული შესაძლებლობების ახალი ეტაპი დაიწყო

ყვარელის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის პროექტ „პირველი ნაბიჯის“ ფარგლებში ტრენინგების სერია დაიწყო.
პროექტის ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა/ტრენინგი საბჭოს ორგანიზებითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭომ მიმდინარე წელს ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. პროექტი „პირველი ნაბიჯი“ საბჭოს ინსტიტუციურ გაძლიერებასა და წევრთა შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად.
სამეტაპიანი განვითარების პროგრამა ექვს თემატურ ტრენინგს აერთიანებს.
პირველ შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს ახალგაზრდული მონაწილეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესების, ინკლუზიური ჩართულობის მნიშვნელობისა და ახალგაზრდებთან ეფექტიანი კონსულტაციის მეთოდების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ტრენინგების ციკლი 2026 წლის 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.