საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე გამართულ პარაკლისს დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ აღავლინა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს ყოველწლიურად, 13 ნოემბერს აღნიშნავს.