პატარა სიცოცხლის გადასარჩენად საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ — გავერთიანდეთ!

კახეთის რეგიონში მცხოვრები პატარა გოგონას ოჯახი მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდა. მშობლების განცხადებით, ჩატარებული კვლევების პასუხით ბავშვს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა.
ოჯახი იმედს არ კარგავს და ახლა მთავარ მიზნად ბავშვის საზღვარგარეთ გადაყვანას ისახავს, რათა დიაგნოზი უცხოელ სპეციალისტებთანაც გადამოწმდეს და მკურნალობის შემდგომი გეგმა განისაზღვროს.
მშობლები საზოგადოებას თანადგომისა და დახმარებისკენ მოუწოდებენ. ამ მძიმე გზაზე თითოეულ ადამიანს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს — ფინანსური დახმარებით, ინფორმაციის გაზიარებითა თუ კეთილი სიტყვით.
მედია კომპანია PR-MC.GE უერთდება ოჯახის მიმართ მხარდაჭერას და საზოგადოებას მოუწოდებს, გავერთიანდეთ პატარა გოგონას დასახმარებლად.
ერთად დავუდგეთ ოჯახს გვერდით! ყოველი დახმარება მნიშვნელოვანია!
დახმარების მსურველთათვის:
საქართველოს ბანკი
ანგარიში: GE67BG0000000537693399
მიმღები: ბადრი აივაზაშვილი
თიბისი ბანკი
ანგარიში: GE85TB7553345061100109
მიმღები: მარინე ჩხუბიანიშვილი
გთხოვთ, გააზიაროთ ინფორმაცია, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიდეს.