მერის უფლებამოსილების განხორციელება მეორე ვადით, ოფიციალურად დაიწყო სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა და გამართა სამუშაო შეხვედრა.
“ჩემო სიღნაღელებო, ოფიციალურად შევუდექი მეორე ვადით მერის უფლებამოსილების განხორციელებას და სამსახურისა და ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გავმართე. პირველ რიგში მინდა მადლიერება გამოვხატო მხარდაჭერისთვის და ხელახალი ნდობისთვის. ეს ჩემთვის უდიდესი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა. მზად ვარ, ჩემს გუნდთან ერთად, კიდევ უფრო დიდი შემართებით, ერთგულებითა და სიყვარულით ვემსახურო ჩვენ მუნიციპალიტეტს. მჯერა, რომ თავდაუზოგავი შრომით კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოვუტანთ მოსახლეობას და სიღნაღი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მუნიციპალიტეტი,” – სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი.