გიორგი მაჭავარიანმა, ა(ა)იპ „გურჯაანის სპორტულ გაერთიანებას“ სპორტული ინვენტარი გადასცა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, სპორტული ინვენტარი გადასცა ა(ა)იპ „გურჯაანის სპორტულ გაერთიანებას.“
სპორტული ინვენტარი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცა CESL-ის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში – „მცირე ინფრასტრუქტურის მოწყობა ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის მიზნით,”  რომელსაც მხარი დაუჭირა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ).
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს, ასევე განხორციელდა ქალაქ გურჯაანში, თამარ მეფის ქუჩაზე, მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და  კურორტ „ახტალის“ პარკში მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცე.
აღსანიშნავია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, ახალგაზრდების მხარდაჭერისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით,  სხვადასხვა პროექტის განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.