თელავის სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში თელავის სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა თელავის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებასა და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა უწყებების კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ერთიანი ხედვის შესაბამისად განვითარებას.
კახა გულედანის თქმით, შესაბამისი გეგმების შედგენის პროცესში მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტთან ერთად მოსახლეობის, კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და შესაბამისი უწყებების ჩართულობა, მათი მხრიდან არსებული საჭიროებების სწორად განსაზღვრა, პრობლემების იდენტიფიცირება და პოტენციალის სწორად განსაზღვრა.
შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი, სამინისტროს წარმომადგენლები, სსიპ – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ წიკლაური, მოადგილე სოფო მაისურაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული ესწრებოდნენ.