დღეს, ყვარლის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებს ჩაუტარდათ საინფორმაციო ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდა ეკატერინე გვარამია – საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის გენერალური მდივანი.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების სტრუქტურის, საქმიანობის პრინციპების, ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების შესახებ. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საბჭოს წევრთა როლი ადგილობრივ დონეზე, ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობა, ახალგაზრდების ჩართულობის მექანიზმები და სამომავლო შესაძლებლობები.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები, გაეზიარებინათ მოსაზრებები და მიეღოთ პრაქტიკული რეკომენდაციები საბჭოს საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვისთვის.
ახალგაზრდულმა მრჩეველთა საბჭომ მადლობა გადაუხადა ეკატერინე გვარამიას საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრისთვის. მუშაობა კი გრძელდება ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისა და საბჭოს გაძლიერების მიმართულებით.