ყვარლის ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოსთვის მარკეტინგისა და ბრენდინგის ტრენინგი გაიმართა

პროექტ „პირველი ნაბიჯის“ ფარგლებში ყვარლის ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის ტრენინგების სერია გრძელდება.
საბჭოს ორგანიზებითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, მორიგი სამუშაო შეხვედრა-ტრენინგი გაიმართა, რომლის მიზანსაც ახალგაზრდული საბჭოს წევრების ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერება წარმოადგენს.
პროექტი „პირველი ნაბიჯი“ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება და საბჭოს ინსტიტუციურ გაძლიერებას ისახავს მიზნად. სამეტაპიანი განვითარების პროგრამა ექვს თემატურ ტრენინგს აერთიანებს.
მორიგი შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ახალგაზრდული ინიციატივების მარკეტინგის, ბრენდინგისა და საჯარო კომუნიკაციის საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრას, ეფექტიანი საკომუნიკაციო გზავნილების ფორმირებას, მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და სოციალური მედიის კონტენტის მართვას.
სასწავლო-სამუშაო ციკლი 2026 წლის 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.