ყვარელში 8 ნოემბერს სახალხო დღესასწაული „ილიაობა“ გაიმართება

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის მშობლიურ ყვარელში, სახალხო დღესასწაული “ილიაობა” გაიმართება.
გთავაზობთ პროგრამის დღის წესრიგს უცვლელად:
“12:00 საათი – ილია ჭავჭავაძის ბარელიეფის ყვავილებით შემკობა – ქალაქის შემოსასვლელი;
12:30 საათი – წმინდა ილია მართლის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი;
12:50 საათი – ილიას ძეგლის ყვავილებით შემკობა – „ილიას გორა“;
13:00-14:00 საათი – სამეცნიერო კონფერენციის დახურვის/დაჯილდოების ღონისძიება – ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრი -„ილიას გორა“;
12:00-18:00 საათი – საგამოფენო სივრცეების გახსნა – წიგნების გამოფენა, ფოტოგამოფენა, ხალხური რეწვის ნიმუშები, ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები – ილია ჭავჭავაძის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია;
12:00-18:00 საათი – ღვინის, კულინარიისა და ადგილობრივი პროდუქციის კუთხე – ყვარლელი მეღვინეების მონაწილეობა, ადგილობრივი კულინარია, ფერმერული პროდუქცია – ილია ჭავჭავაძის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია;
12:00-18:00 საათი – საბავშვო სივრცე – გასართობი ატრაქციონები, ილუსტრაციების კონკურსი, კალიგრაფია – ილია ჭავჭავაძის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია;
13:00-14:30 საათი – ფოლკლორული პროგრამა – ხალხური სიმღერა, ქართული ცეკვა, ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი, პოეზია – ილია ჭავჭავაძის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია;
16:00-16:50 საათი – კონცერტი „თეატრალურის კვარტეტის“ მონაწილეობით – ილია ჭავჭავაძის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია;
16:30 საათი – კახური მასტერკლასები, ქვევრის გახსნა ილიას მარანში – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი;
17:00 საათი – ღონისძიების ოფიციალური ნაწილი – ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლა და საპატიო ყვარლელების დაჯილდოების ცერემონია; ფოლკლორული ანსამბლი – “ყვარელის” გამოსვლა;
18:00 საათი – კონცერტი – ბენდი „გუფი ლენდის“ მონაწილეობით – ილია ჭავჭავაძის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია.”